რაჭაში, სადაც სამი დღის წინ წყალდიდობა იყო, ქალი მაშველებს ლობიანით გაუმასპინძლდა.

"ბებოს წამალი დაჭირდა, მივაწოდეთ და ლობიანით გაგვიმასპინძლდა. მადლობა რაჭველებს! ერთად ყველაფერს შევძლებთ", — წერს ფეისბუქზე ელიზბარ ტატო კოპალიანი და ვიდეოს აქვეყნებს.

3 დღის წინ, რაჭაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, ასევე, დაზიანებულია ხიდები.