La Casa De Papel, რომელიც ასევე ცნობილია სახელით Money Heist, დასასრულს მიუახლოვდება თავისი მეხუთე და ფინალური სეზონით.

ნეტფლიქსმა ესპანური დრამა ბოლო, მეხუთე სეზონისთვის განაახლა. შეგახსენებთ, რომ მეოთხე სეზონი 8 სერიისგან შედგებოდა და ის აპრილში გამოვიდა. ალექს პინას შექმნილი სერიალის ფინალური სეზონის წარმოება ესპანეთში დაიწყება 3 აგვისტოს.

მეხუთე სეზონისთვის მსახიობთა გუნდს შეუერთდებიან მიგელ ანგელ სილვესტრე (Sense 8) და პატრიკ კრიადო (La Gran Familia Española).

სერიალში კვლავ გამოჩნდებიან მსახიობები: ურსულა კობერო (ტოკიო), ალვარო მორტე (პროფესორი), იციარ იტუნიო (ლისაბონი), პედრო ალონსო (ბერლინი), მიგელ ერანი (რიო), ჯეიმი ლორენტე (დენვერი), ესთერ ასებო (სტოკჰოლმი), ენრიკე არსე (არტურო), დარკო პერიჩი (ჰელსინკი), ჰოვიკ კეუჩკერიანი (ბოგოტა), ლუკა პეროსი (მარსელი), ბელენ კუესტა (მანილა), ფერნანდო კაიო (ლუის ტამაიო), როდრიგო დე ლა სერნა (პალერმო), ნაივა ნიმრი (ალისია სიერა) და ხოსე მიგელ პოგა (განდია).

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ალექს პინა იქნება.

"თითქმის წელიწადი დავხარჯეთ იმაზე ფიქრში, თუ როგორ დაგვეშალა ჯგუფი, როგორ დაგვემარცხებინა პროფესორი, როგორ ჩაგვეგდო გმირები შეუქცევად სიტუაციებში. ამის შედეგად შეიქმნა La Casa de Papel-ის მეხუთე ნაწილი. ომი ყველაზე ექსტრემალურ და ველურ ფაზაში გადადის, თუმცა ამავდროულად ეს ყველაზე ეპიკური და აღმაფრთოვანებელი სეზონი იქნება", — თქვა პინამ.