პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის დროშის დამტკიცებას განმარტავს. მათი თქმით, საქართველოს კანონი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

"სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი", — ნათქვამია განცხადებაში

სალომე ზურაბიშვილმის მიერ საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში ამოქმედებისთანავე შევიდა.

პრეზიდენტმა პრეზიდენტის დროშა დაიმტკიცა