რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ სტიქიის მესამე დღეს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge-სთან მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ადასტურებს. მათი თქმით, გუბერნატორმა პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადებით დღეს მიმართა.

On.ge ცდილობს ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებირებას და თანამდებობიდან გადადგომის მიზეზის გარკვევას, რომელსაც პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არჩილ ჯაფარიძე გუბერნატორის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 30 ივლისს, რაჭაში, სტიქიის ზონაში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.