მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები.

"პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები", — აცხადებენ საგანგებო.

როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოადგილემ, ლევან ქვათაძემ On.ge-ს განუცხადა, ამ დრომდე გარე სამყაროს 4 სოფელია მოწყვეტილი.

"გზების რეაბილიტაცია მიმდინარებს, ელექტორნერგია ნაწილობრივ აღდგენილია. გარე სამყაროს ამ დრომდე 4 სოფელია მოწყვეტილი, თუმცა ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ხალხთან და საკვებს და მედიკამეტებს სისტემატიურად ვაწოდებთ", — განაცხადა ქათამაძემ.

3 დღის წინ, რაჭაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, ასევე, დაზიანებულია ხიდები.