2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში აივ ინფიცირების 314 შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშანდელი მთელი წლის მონაცემებით კი 352 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 416 აივ ინფიცირებული პირი. მათი ინფორმაციით, შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა, ხოლო 1 726 გარდაიცვალა.

კლინიკის განცხადებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული — 3 128 შემთხვევა, რომელთაგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 კი დაუდგენელი.

2020 წელს საქართველოში 76 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. სულ საქართველოში 116 აივ ინფიცირებული ბავშვია გამოვლენილი, რომელთაგან 27 გარდაიცვალა, 3 კი ქვეყნიდან გავიდა.