ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასამართლოს განაჩენში გიორგი რურუას საქმეზე ვერ ხედავს პოლიტიკურ სარჩულს და სრულიად გამორიცხავს რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას.

"პოლიტიკურ სარჩულს, რა თქმა უნდა, მე ამაში ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად, შესაბამისად, გვქონდა საშუალება, გამჭვირვალედ გვენახა მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი და დღეის მდგომარეობით ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა", — აცხადებს ვიცეპრემიერი.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლონ 4 წელი მიუსაჯა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, რასაც ბრალდებული უარყოფს.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ რურუას საქმეზე მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით იქნა გამოყენებული და ამ გადაწყვეტილებით 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება.