ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში, მანქანის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება გუბერნატორის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სადღესასწაულო შოპინგისთვის უამრავი ადამიანი იყრის თავს. გუბერნატორის სპიკერის თქმით, ეს თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილია.

თალიბები მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და უარყოფენ, რომ მათი დაგეგმილია. ისლამურ სახელმწიფოს კი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება ისლამური დღესასწაულის (ყურბან ბაირამის) წინა ღამით მოხდა, მაშინ როდესაც სწორედ ამ დღესასწაულის გამო ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

არსებობს მუდმივი ზავის იმედი, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის გამო გადაიდო. შეთანხმების თანახმად, მთავრობას სახელმწიფო უსაფრთხოების ათასი თანამშრომლის თავისუფლების სანაცვლოდ თალიბების 5 ათასი პატიმარი უნდა გაეთავისუფლებინა.