ქართული ოცნების ოფისთან მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები, შეძახილებით — "მონებო", "მკვლელებო" მმართველი პარტიის წევრებს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სამართლიანობა აღდგეს.

აქ შეკრებილებს მოტანილი აქვთ ე. წ პლაკატები, წარწერებით "თავისუფლება გიორგი რურუას", "შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება", "გიორგი რურუა პოლიტპატიმარია" და სხვა.

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ადგილზე მოძრაობა შეცვალეს აქტივისტებმა პერფორმანსიც გამართეს. ქართული ოცნების ოფისთან ტერიტორიის ნაწილი მათ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, რომელსაც აწერია: Police line, Political line. (პოლიციის ხაზი და პოლიტიკური ხაზი)

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

"ლენტი არის სიმბოლო პოლიციური რეჟიმის და გიორგი რურუა არის ერთ-ერთი მსვერპლი ამ სისტემის", — განაცხადეს მათ.

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს აქციიდან.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.