განახლება: ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემის გამო გირჩი პარტიულ სიას თავიდან გამოავლენს

გირჩმა პარტიული სიის პირველი ათეული დაასახელა. საპარლამენტო არჩევნების ათეული მხარდამჭერებმა პრაიმერიზით გამოავლინეს.

პარტიის სიაში პირველი ათეული ადგილები ასე გადანაწილდა.

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  2. ჰერმან საბო;
  3. იაგო ხვიჩია;
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი;
  5. გია ჯაფარიძე;
  6. ალექსანდრე რაქვიაშვილი;
  7. ლევან ჯგერენაია;
  8. ალექსანდრე თარხან-მოურავი;
  9. ამირან ტორონჯაძე;
  10. გიორგი ლომინაძე.

როგორც გირჩში განმარტავენ, მათ მხარდამჭერებს პარტიისთვის გაწეული კონტრიბუციის სანაცვლოდ ეძლეოდათ GeD, გირჩის კრიპტოვალუტა. სასურველი კანდიდატისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვით კი მხარდამჭერი ავლენდა, ვისი ნახვა სურდა გირჩის საარჩევნო სიაში.

გირჩის პარტიული სიის ტოპ 10-ში ვერ მოხვდნენ ქალები. საარჩევნო რეფორმის თანახმად კი სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. როგორ ზურა ჯაფარიძემ თქვა, ისინი ცესკოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ფორმალურ სიას შექმნიან, თუმცა პარლამენტში მაინც ისინი შევლენ, ვინ მხარდამჭერებმა გამოავლინა. ამავე დროს, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სიაში ქალები მოხვდნენ, თუნცა პირველ ათულში არ არიან.

პრაიმერიზი 16:20-ზე (420) დასრულდა. 31 ივლისი პარტიისთვის სიმბოლური თარიღია, რადგან 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ დროს "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.