სერიალ Seinfeld-ის საიუბილეო ნაკრების გამოშვების დაანონსების შემდეგ, LEGO IDEAS-მა მინი საკონცერტო როიალი გამოუშვა, რომელზე დაკვრაც კი შეიძლება.

შავი გლუვი დიზაინის მქონე ინსტრუმენტი, რომელიც 3 662 სარკისებური ნაწილისგან შედგება, როიალის ნამდვილ მოდელს წარმოადგენს. ინსტრუმენტს 25-კლავიშიანი მოცილებადი კლავიატურა მოჰყვება, რომელიც შიდა ჩაქუჩებს, პედლებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს უკავშირდება. შიდა აღჭურვილობის ნაწილი, მათ შორის პრიალა დეკა, შეგიძლიათ როიალის სახურავის ახდით დაათვალიეროთ. მომხმარებელს შეუძლია ძრავის ჩართვით და გამოშვების LEGO® POWERED UP-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით მცირე მინიატურა შეასრულოს ან ეს ყველაფერი ავტომატური დაკვრის რეჟიმით გააკეთოს.

ფოტო: LEGO

ლეგოს დაკვრადი საკონცერტო როიალი 1 აგვისტოდან გაიყიდება ონლაინ და მისი ფასი 350 ამერიკული დოლარი (~1077₾) იქნება.