სხვადასხვა მოტივი არსებობს, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს — გახარია წერილზე
"კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობსს", — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე დასმულ კითხვას. კონგრესმენებმა წერილში საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებაზე ისაუბრეს და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიეს.
გახარიას თქმით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირია და "ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს".
"მთვარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება, ისევე, როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი არ ემუქრება. მაგრამ, როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელები, საინვესტიციო თუ სხვა სახის ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს", — განაცხდა მან.
მანამდე ამ კითხვას გახარიამ არ უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ახლა მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე კონგრესმენები, "სადაურებიც არ უნდა იყვნენ".
გახარიამ კონგრესმენების წერილზე საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მაიკლ პოპმეოსთან სატელეფონო საუბარი პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, ობიექტური რეალობაა ის, რომ აშშ-სა და საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ.
მისივე თქმით, "გამოგონილი შეკითხვებით" არ უნდა შევუქმნათ საფრთხე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს:
"რატო არ უნდა შევუქმნათ იცით? ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. როდესაც მოკლევადიანი, საარჩევნო პოლიტიკური კონიუქტივიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა დავაზიანოთ", — განაცხადა გახარიამ.
კონგრესმენები წერენ, რომ ხელისუფლებაში "რუსი ოლიგაქრი ივანიშვილისა" და მისი პარტიის მოსვლის შემდეგ, საქართველო პროგრესს ჩამორჩა.
ამავე წერილში, კონგრესმენები მიმართავენ მაიკ პომპეოს შემდეგ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:
- "საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რომელსაც უძღვება ქართული ოცნება, არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ათწლეულია ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ, ქვეყნიდან გააძევოს. ეს ხდება რუსეთიდან ჩინეთიდან და ირანიდან შემოსული მზარდი კერძო სექტორის სასიკეთოდ;
- საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის: ა) შავი ზღვის პორტებიდან ამერიკული კომპანიების ინვესტიციების/მფლობელობის გამოდევნა, მაშინ როცა ამ უკანასკნელების მიზანი საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან დაცვა იყო; ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების არასაკმარისად შესრულება, განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ კონტექსტში, როცა საქმე ეხება საზღვაო პორტის აქტივობებსა და მასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციებს.
- ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები