უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ადიდდა მდინარე ჯრუჭულა, ფასკნარა და მოხურა.

მათივე იფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია. აღდგენითი სამუშაობი წყლის დონის დაკლების შედეგად დაიწყება

ფოტო: საჩხერის მუნიციპალიტეტი / FB

ფოტო: საჩხერის მუნიციპალიტეტი / FB

სტიქიამ პრობლემები შექმნა რაჭაშიც. წყალდიდობის გამო 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, დანგრეულია ხიდებიც.