თბილისის მერის, კახა კალაძის, თბილისში "ყვითელი ჯართი" აღარ ივლის. ის თბილისელებს ჰპირდება, რომ წლის ბოლომდე ახალი ავტობუსების პარკი ექნებათ.

"ჩვენი ხედვა მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გავხადოთ კომფორტული. წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი და ეს "ყვითელი ჯართი" ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა და რელიეფი არ იძლევა გზების გაფართოებისა და კერძო ავტომობილებზე მორგების საშუალებას. ამიტომ, კერძო ავტომობილის მფლობელები მოერგებიან მერის ტრანსპორტის განვითარების პროექტს და ივლიან ავტობუსებით.

კალაძის აზრით, აღნიშნული პროექტი არ ზღუდავს არჩევანს და მოქალაქეებს მეტროთი გადაადგილებაც შეეძლებათ, რომლის რეაბილიტაცია-გამართვაც იგეგმება.