კორონავირუსის პრევენციის მიზნით ევროკავშირმა შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნების სია შეამციროს. ბლუმბერგის ინფორმაციით, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კანადის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ამოღებას ვარაუდობს.

უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში ჯერ კიდევ რჩება საქართველო, ავსტრალია, ალჟირი, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ალჟირი და მაროკო, ასევე შესაძლოა, სიის მიღმა დარჩნენ, 29 ივლისს ჩანიშნული განხილვის შემდეგ, რაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს გამართული განხილვის შედეგად უსაფრთხო ქვეყნების სიას სერბეთი და ჩერნოგორია გამოაკლდნენ რთული ეპიდსიტუაციის გამო. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ყოველ 2 კვირაში გადაიხედება.