ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პირველი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური სააგენტო KCNA კიმ ჩენ ინსციტირებს: "შეიძლება ითქვას, რომ ვერაგი ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა".

Reuters იმავე სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ პირი, რომელიც სამი წლის წინ სამხრეთ კორეაში გაიქცა, ორ კორეას შორის, საზღვრისპირა ქალაქ კაესონგში დაბრუნდა. მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა. საზღვრისპირა ქალაქში გამოცხადდა კარანტინი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამტკიცებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია. კიმ ჩენ ინმა ამის შესახებ პოლიტბიუროს სხდომისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის დაძლევა "პარტიის ცენტრალური კომიტეტის შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელობის" დამსახურებაა.

ჩრდილო კორეის რეჟიმი აქამდე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვთ.