ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ის კორონავირუსისგან განიკურნა. 22 ივლისს მისი ტესტი კორონავირუსზე დადებითი იყო.

"დილამშვიდობის", — დაწერა მან მას შემდეგ, რაც დაწერა, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ბოლსონარუ სოციალური დისტანციის ნორმებს უგულებელყოფდა და მრავალათასიან აქციებზე დადიოდა. ხალხთან შეხვედრის დროს მას ხშირად პირბადე არ ეკეთა მაშინაც კი, როცა ადგილობრივი კანონი მაგას მოითხოვდა.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ბრაზილია მეორე ადგილზეა. ქვეყანაში 2,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და ვირუსის შედეგად უკვე გარდაიცვალა 85 ათასი ადამიანი.

მიუხედავად მზარდი რიცხვებისა, პრეზიდენტი ბოლსონარუ აცხადებდა, რომ რეგიონალური იზოლაციები ეკონომიკას უფრო დიდ ზიანს აყენებდა, ვიდრე თვითონ ვირუსი და მედიას პანიკის დათესვაში ადანაშაულებდა. ის ისეთ ზომებს უწოდებდა "დიქტატორულს", როგორიცაა ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება და ზღვის სანაპიროების დახურვა.