აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დატყვევებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მათ ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს.

სუს-ის ცნობით, გათავისუფლებულები არიან: მიხეილ ლამანძია, ვახტანგ ლამანძია და ბუთხუზ კვვირკველია.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულები ჯერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.