მარსზე მიკროფონი არასდროს გაგზავნილა, შესაბამისად, ჩვენ არ ვიცი, თუ როგორი ხმა აქვს წითელ პლანეტას.

"ამ პირველი ექსპერიმენტის ფარგლებში, მარსის ხმის მხოლოდ რამდენიემ წუთიც რომ ჩავიწეროთ, სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა", — განაცხადა ცნობილმა ასტროფიზიკოსმა და NASA-ს მრჩეველმა, კარლ სეიგანმა 1996 წელს.

NASA-ს როვერი Perseverance სულ მალე, ერთ კვირაში გაეშვება — თუკი სააგენტოს ამაში ამინდი არ შეუშლის ხელს. ახალი თაობის როვერი არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი მიკროფონითაა აღჭურვილი. მზის სისტემაში ექვსთვიანი მოგზაურობის შემდეგ როვერზე დამაგრებული მიკროფონები საშუალებას მოგვცემს, პირველად ისტორიაში მარსის ხმა გავიგოთ.

ერთი მიკროფონი EDL სისტემის ნაწილია, რომელიც როვერის უსაფრთხო დაშვებაში დასარწმუნებლადაა შექმნილი. ამ მოწყობილობის საშუალებით, რომელიც კამერასაც აერთიანებს, ძალიან მალე შეგვეძლება მარსზე დაშვება დავინახოთ და მოვისმინოთ კიდეც.

ხოლო მეორე მიკროფონი როვერის SuperCam ინსტრუმენტის ნაწილია, რომელიც მარსზე არსებული ქვების ქიმიურ შესწავლაზეა პასუხისმგებელი.

ადრინდელი მცდელობები, რომ მარსის ხმა მიკროფონით ჩაეწერათ, მრავალ დაბრკოლებას გადააწყდა. პლანეტარულმა საზოგადოებამ, რომელიც 1980 წელს დაარსდა, 1990-იან წლებში მოქმედება დაიწყო და მიკროფონის მარსზე გაგზავნა გადაწყვიტა. მისი გაშვება, NASA-ს როვერთან ერთად, 1990 წელს სურდათ. თუმცა სამწუხაროდ, NASA-ს კომიტეტმა იდეა არ მოიწონა.

2008 წელს მიკროფონი Phoenix დამშვებთან ერთად უნდა გაგზავნილო, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო მას მარსამდე არ მიუღწევია.

2018 წელს კი NASA-ს როვერის, InSight-ის სეისმომეტრისა და ჰაერის წნევის სენსორების მეშვებით ხმის დაჭერა სცადეს, თუმცა რაიმეს გასაგებად მისი ასწრაფება და ხარისხის რეგულირება იყო საჭირო.