საბერძნეთში, ქალაქ კორინთის მახლობლად ძლიერი ხანძარია. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ხანძრის გაკონტროლება ვერ ხერხდება.

ქალაქის მერის განცხადებით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს.

"იმის მიუხედავად, რომ მიდამოებში მუშაობს თითქმის ყველა საჰაერო სახანძრო მანქანა, სიტუაცია არ არის კონტროლირებადი", — განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოტო: AFP

ამჟამად ცეცხლს 260-ზე მეტი მეხანძრე 10 ვერტმფრენისა და 10 თვითმფრინავის დახმარებით ებრძვის. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ფოტო: AFP