შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები გამოუძიებელი საქმეების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. მათ შენობის გასწვრივ აქვთ გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვი. აქციაში მონაწილეობას იღებენ შვილმკვდარი მამები, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

"პირველი დღიდან ვიცოდი, რა სიბინძურესთან მქონდა საქმე, რა სიბინძურესთან მომიწევდა ამ ჯოჯოხეთის გავლა. მე თემირლანს არავინ დამიბრუნებს, მაგრამ მე მაშინ ვიგრძენი დღევანდელი დღე, ხალხს მოვუწოდე. დღეს ეს სისატიკე, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, დავინახე, რა არის ამ სისტემის არსი", — თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნნალისტებთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია "ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" 22 ივლისსაც გაიმართა. გუშინდელ აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს დააკავეს სამი პირი. აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე წარწერების დატოვება სცადეს, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა.

აქციაზე გაიხსენეს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ