ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია — კილაძე აბაზოვის ქართული ოცნების სიაში შეყვანაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ "ცუდი არაფერია" იმაში, რომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი ქართული ოცნების პროპორციულ სიაში შეუყვანონ. აბაზოვი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში იყო ბრალდებული, თუმცა მოსამართლემ გაამართა.
"ვნახავთ არჩევნებში, რამდენად არის ქართული ოცნების გუნდისთგის ამ კონკრეტული ადამიანის საპარლამენტო სიაში ჩასმა დამაზიანებელი, მე ესე არ ვფიქრობ. პირი უკვე თავისუფალია. მაგრამ თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია", — ამბობს სოფო კილაძე.
ამ საკითხზე ინფორმაციის გადამოწმება On.ge-მ თემურ აბაზოვთანაც სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მარნეულის ყოფილი მერის პარტიაში დაბრუნებაზე ინფორმაცია IPN-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, აბაზოვმა დაადასტურა, რომ შეთავაზება მიიღო.
თემურ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა. არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ პირს აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. თავდაპირველად, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო.
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ის აცხადებდა, რომ ბინძური პროვოკაციების მსხვერპლია.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები