გთხოვთ, ემპათია გამოიჩინეთ — კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა
ბოლოდროინდელი საჯარო განხილვების შემდეგ კიმ კარდაშიანმა თავისი ქმრის, ჰიპ-ჰოპის ცნობილი შემსრულებლის კანიე ვესტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კიმ კარდაშიანი წერს, რომ კანიე ვესტს ბიპოლარული აშლილობა აქვს და ამის გამო მის ქმედებებს უფრო მეტი გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, კანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც იგივე დიაგნოზი საკუთარ თავზე ან საყვარელ ადამიანზე გამოუცდია, იცის, თუ როგორ წარმოუდგენლად რთული და მტკივნეულია მისი გაგება. აქამდე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახზე, რადგან ჩვენს შვილებს ვუფრთხილდები და ამავდროულად მისივე ჯანმრთელობაზე საუბარი კანიეს პირადი უფლებაა", — წერს კიმი.
კიმ კარდაშიანის ეს წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ამ ცნობილი ამერიკელი მომღერლის განცხადებებს: კანიე ვესტმა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, შემდეგ კი ტვიტერზე რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც ოჯახის წევრები სხვადასხვა მიზეზით დაადანაშაულა. ეს პოსტები მოგვიანებით წაიშალა.
როგორც კიმ კარდაშიანი აღნიშნავს, "ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სტიგმისა და მცდარი წარმოდგენების" შემდეგ გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია:
"ადამიანები, რომელთაც არ იციან ან არ ჰქონიათ იგივე გამოცდილება, მარტივად განსჯიან სხვას და არ ესმით, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები თავად უნდა იყვნენ თანახმა დახმარების მიღებაზე, რადგან ისე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ცდიან ამას დამოუკიდებლად ოჯახის წევრები და მეგობრები".
კიმმა და კანიემ 2014 წელს იქორწინეს და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
თავის განცხადებაში კარდაშიანი ამბობს, რომ მას ესმის კანიეს მიმართ საჯარო დაინტერესების მიზეზიც და მისი ქცევის საფუძვლების ახსნასაც ცდილობს:
"მესმის, რომ რახან კანიე საჯარო პირია, მის მიმართ უფრო მეტი კრიტიკაცაა, რადგან მის ქმედებებს შეუძლია სხვების მოსაზრებებსა და ემოციებზე გავლენა იქონიოს. ის ბრწყინვალე და ამავდროულად რთული პიროვნებაა, რომელიც პირველ რიგში ხელოვანი და შავკანიანი კაცია, რომელსაც დედის დაკარგვით გამოწვეულ მტკივნეულ დანაკლისთან და ამასთანავე ბიპოლარული აშლილობის წნეხთან და იზოლაციასთან გამკლავება უწევს".
სწორედ ამ ყველაფრის გამო კიმ კარდაშიანი ყველას სთხოვს, რომ კანიე ვესტის მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ:
"ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით ცხოვრება არ აუფასურებს მის ოცნებებსა და შემოქმედებით იდეებს, რაც არ უნდა წარმოუდგენელი და მიუღწეველი ჩანდეს ისინი. ესეც მისი ნიჭის ნაწილია და აქამდეც ყველას გვინახავს, რომ მისი არაერთი ოცნება ახდა. ჩვენი საზოგადოება ხშირად საუბრობს ზოგადად იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს მეტი გაგებით უნდა მოვეკიდოთ და იგივე უნდა გავაკეთოთ, როცა კონკრეტული ადამიანები ამ პრობლემებით იტანჯებიან და მათ ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. გულითადად ვთხოვ მედიასა და საზოგადოებას, თანაგრძნობა და სიბრალული გამოიჩინოთ, რათა ამასთან გამკლავება შევძლოთ. მადლობა მათ, ვინც კანიეს ჯანმრთელობაზე ღელავდით და ეს მოცემულობა გესმოდათ".
რა უნდა ვიცოდეთ ბიპოლარული აშლილობის შესახებ
როგორც BBC წერს, სხვადასხვა სახის ბიპოლარული აშლილობა არსებობს: ერთი ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს ადამიანებს ახასიათებთ სიმპტომების პერიოდული ცვლილება — დეპრესიას ცვლის მანიის სიმპტომები და პირიქით. მეორე ტიპის შემთხვევაში იგივე ფაზები მეორდება, ოღონდ უფრო დიდი ინტენსივობითა და შედარებით ნაკლები ხანგრძლივობით.
მანიის ეპიზოდის დროს ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები ეიფორიას, ენერგიულობასა და ამბიციური იდეების მოზღვავებას გრძნობენ. ამავდროულად კი შეიძლება გამოავლინონ აგრესია და ფსიქოზის ნიშნები. დეპრესიის ეპიზოდის დროს კი პირიქით — ისინი უმეტესად არაპროდუქტიულები და ნაკლებად ემოციურები არიან.
ბიპოლარული აშლილობის გამოწვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს სჯერა, რომ ამას როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე ბავშვობაში გადატანილი სხვადასხვა ემოციური სტრესი უწყობს ხელს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები