ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი წიგნების ფონდის განახლებას, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ბიბლიოთეკები საერთოდ არ არის, ახალი ბიბლიოთეკების მოწყობას. ამჯერად ქართული ბიბლიოთეკები ახალქალაქის ექვს სოფელში: აბულში, თახჩში, ბუზავეთში, აზმანაში, აფნიაში, გოგაშენში მოეწყო.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

"ეს არის ახლა ჩემი მთავარი ვნება და საქმეც: განათლების გავრცელება. ვივლით ყველგან, მთაში და ბარში, უშორეს სოფლებში, სკოლებში, სადაც ორი მოსწავლე ჰყავთ. ვივლით მტკიცედ. აი, აქ, ამავე გვერდზე ათასზე მეტი სოფლის მოვლის ამბავი იყო — შემოვიდნენ ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები და გაანადგურეს. ამბები გაანადგურეს, ბიბლიოთეკები ვერა. ჰოდა, ისევ ვიწყებთ ამბების თხრობას. ამჯერად ჯავახეთი. ახალქალაქის ორ სკოლაში და ექვს სოფელში ბოლო ხუთ დღეში ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ აბული, თახჩი, ბუზავეთი, აზმანა, აფნია, გოგაშენი", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

#ეროვნულიბიბლოიოთეკა #ეკვილიბრიუმი #GIPA #ლაგი #ევროკავშირი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი