წლების განმვლობაში, Marvel-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერ გმირი Spider-man ანუ ადამიანი ობობა, Sony Pictures Group-ს ეკუთვნოდა და მათ მიერ გადაღებულ ფილმებში იღებდა მონაწილეობას. სპაიდი სონიზე მანამდე გაყიდეს, ვიდრე მარველი თავის კინო სტუდიას აამუშავებდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ადამიანი ობობა Marvel Cinematic Universe-ში არ ჩანდა და თავის მეგობარ სუპერ გმირებს ვერ ეხმარებოდა.

სპაიდერმენი მარველის სინემატიკურ სამყაროში პირველად 2016 წელს გამოჩნდა, Captain America: Civil War-ში. ახლა კი, ის თავის დამოუკიდებელ ფილმს მიიღებს, ისევე როგორც სხვა გმირები, Iron Man, Captain America, Hulk, Thor და ა.შ.

სპაიდის ახალი ფილმის ტრეილერიც უკვე გამოვიდა:

პიტერ პატრკერ / სპაიდერ-მენის როლს ისევ ტომ ჰოლანდი ასრულებს. პიტერი სკოლის მოსწავლეა, რომელიც კრიმინალებთან და სუპერ ანტიგმირებთან ბრძოლაშია ჩართული. მას მენტორობას ტონი სტარკი ანუ Iron Man უწევს. ფილმში მთავარი ბოროტმოქმედია The Vulture ანუ სვავი, რომლის როლშიც ყოფილი ბეტმენი და Birdman მაიკლ კიტონი მოგვევლინება.

ფილმის ტრეილერი შთამბეჭდავად გამოიყურება და მარველის რეპუტაცია და აქამდე გამოშვებული ფილმები გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ფილმიც ისეთივე კარგი იქნება, როგორც ამ ვიდეოში ჩანს. განსხვავებით DC Comics-ის პროდუქციისგან, რომელმაც Suicide Squad-ის გენიალური ტრეილერი დადო, ხოლო კინოთეატრებში მისულებს 90-იანი წლების ტრეში დაგვახვედრა.

ფილმის პრემიერა 2017 წლის 7 ივლისსაა დაგეგმილი.