ხშირად გვავიწყდება, რომ ცნობილი ადამიანებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან: ბევრ ცნობილ მსახიობს, მუსიკოსსა და სპორტსმენს დიდი ოჯახი ჰყავს მრავალი შვილით. ზოგი მათგანის შვილების უმეტესობა აყვანილია, ზოგიც ბიოლოგიური.

წარმოგიდგენთ 15 ცნობილ ადამიანს, რომელსაც, ალბათ, იმაზე მეტი შვილი ჰყავს, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ.

1. კრიშტიანუ რონალდუ: 4 შვილი

პორტუგალიელი ვარსკვლავი 4 შვილის მამაა. მისი 9 წლის ბიჭი თებერვალში შეუერთდა Instagram-ს და 24 საათზე ნაკლებში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ანგარიში შემდეგ წაიშალა.

2. მადონა: 6 შვილი

პოპის დედოფალს ორი ბიოლოგიური და ოთხი აყვანილი შვილი ჰყავს. ეს ფოტო კი 2018 წელსაა გადაღებული.

3. ედი მერფი: 10 შვილი

კი, 10-ივე ამ ფოტოზეა.

4. მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი: 3 შვილი

ვარსკვლავურ წყვილს სამი შვილი ჰყავს: ბოდი, ჯარნი და ნოა.

5. რიკი მარტინი: 4 შვილი

ფოტო: Albert L. Ortega

ცნობილ მომღერალს ორი ტყუპი — მატეო და ვალენტინო — ჰყავს, ასევე ლუსია და პატარა ბიჭი რენი.

6. ალეკ ბოლდუინი: 5 შვილი

ამერიკელი მსახიობის შვილებიდან ამ ფოტოზე მხოლოდ ერთი არ არის, აირლენდ ბოლდუინი.

7. შაკილ ო'ნილი: 5 შვილი

ფოტო: Jamie Mccarthy

შაკის შვილებიდან ორი კალათბურთს თამაშობს.

8. როდ სტიუარტი: 8 შვილი

ფოტოზე ბრიტანელი როკ-ვარსკვლავის ოთხ შვილს ხედავთ.

9. რობი უილიამსი: 4 შვილი

ეს ფეხუკები ტედის, ჩარლტონს, კოკოსა და ახალშობილ ბოს ეკუთვნით.

10. ჯუდ ლოუ: 5 შვილი

ცოტამ თუ იცის, რომ ინგლისელი მსახიობი 5 შვილის მამაა. ინტერნეტში მისი ოჯახის ძალიან ცოტა ფოტო მოიპოვება, ზედა სურათზე კი მის ერთ-ერთ შვილს, აირისს, ხედავთ. ის მოდელია.

11. გორდონ რემზი: 5 შვილი

ბრიტანელ შეფმზარეულს 2019 წლის აპრილში ეყოლა მეხუთე შვილი ოსკარი.

12. კრის ჯენერი: 6 შვილი

ფოტო: Getty Images

საზოგადოება ყველა მათგანს ძალიან კარგად იცნობს. კრის ჯენერს ოთხი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან: კორტნი, კიმი, ქლოი და რობ კარდაშიანები; მეორე ქორწინებიდან კი ორი — კენდალ და კაილი ჯენერები.

13. ქეით ბლანშეტი: 4 შვილი

ფოტო: Dave M. Benett

ჯუდ ლოუს მსგავსად, ავსტრალიელი მსახიობის ოჯახის ფოტოებიც ძალიან მწირედ მოიპოვება ინტერნეტში. ეს ფოტო 2005 წელსაა გადაღებული.

14. ილონ მასკი: 6 შვილი

ცნობილი ფილანტროპი და ინჟინერი 6 შვილის მამაა. მათგან უკანასკნელზე, ალბათ, ყველას გსმენიათ.

15. DMX: 15 შვილი

ფოტო: Getty Images

ამერიკელ რეპერს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს: მას 15 შვილის სახელის დამახსოვრება უწევს.