23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც მეხუთე დღეა ეძებენ, თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. On.ge ცდილობს დამატებითი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს, მაგრამ სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ავტომობილს და ქალს ვერ მიაგნეს.

21 ივლისს დაკარგული 23 წლის ქალის ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. ისინი გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვდნენ. მათთან შესახვედრად საქმის გამომძიებელი მივიდა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.