კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს, თუმცა რუსთავი 2-თან საუბრისას ადასტურებს, რომ საიას მიერ დასახელებული ბინა კვლავ მის საკუთრებაშია:

"ახლა არის, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, წარმოიდგინეთ, 2005-ში აბსოლუტურად ფორმალურად, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე და ამ ბინაში 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ, ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არ გახსენებია არავის ეს ფორმალური საკითხი. არ მგონია, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას".

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს. დავალიანება მილიონ ლარს აღემატება.