ტყიბულში მეშახტემ თვითდაზიანებები მიიყენა. მან TV პირველს უთხრა, რომ ვენები აღელვების ნიადაგზე გადაიჭრა, რადგან სამსახურში უთხრეს, რომ ხელფასი უნდა შეემცირებინათ და მუშაობა 900 ლარის ნაცვლად 300 ლარად მოუწევდა. მისივე თქმით, ჭრილობები ტყიბულის სამედიცინო ცენტრში შეუხვიეს და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.