Responsible.ge — პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე
ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს.
ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
COVID-19-ის გამო არსებული სიტუაციის მიუხედავად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის სამი მიმართულებით იმპლემენტაცია გრძელდება. ევროპაბეთი 2020 წლის პირველი 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის შედეგებს ფაქტებსა და ციფრებში.
პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
2019 წლის დეკემბერში ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია წარადგინა და გარე რეკლამა ჩამოხსნა.
"უკვე 8 თვეა უარი ვთქვით რეკლამის გარე განთავსებაზე, რაც ერთის მხრივ იყო თვითრეგულაცია და ამავდროულად უარის თქმა საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოცვაზე. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ ასეთ დაბრკოლებებზე გააზრებულ თანხმობას გულისხმობს. გვეამაყება რომ ჩვენი ნაბიჯის შემდეგ, 2020 წლის მარტიდან სრულიად სათამაშო ბიზნესმა ჩამოხსნა გარე რეკლამა. გარდა ამისა, ასევე ჩვენი თვითრეგულაციის ფარგლებში ინტერნეტ რეკალამას ვაკეთებთ მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით, ესეც იმისთვის, რომ დავფაროთ მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია", — განმარტავს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.
ბეთსონ ჯგუფის კომერციული დირექტორის თქმით, პასუხისმგებლიანი თამაში Betsson Group-ის ბიზნესის საფუძველია. დღეს შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ათი განსხვავებული ბაზარი თამაშის ათ განსხვავებულ კულტურას ნიშნავს, თუმცა, ბეთსონ ჯგუფი არასოდეს ღალატობს თავის უმნიშვნელოვანეს პრინციპს — პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციას.
"ბეთსონის პოლიტიკა არააგრესიული მარკეტინგი, ზოგიერთ პლატფორმაზე კი რეკლამის სრული შეზღუდვაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეს პუნქტი ევროპაბეთმა საქართველოში უკვე სრულად შეასრულა", — აცხადებს ბეთსონ ჯგუფის კომერციული დირექტორი, რონ ჰერტვიგი.
პასუხისმგებლობა ბიზნესში - "დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?"
თებერვლიდან ევროპაბეთის ვებ გვერდზე ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგია "დროის კონტროლი" ამოქმედდა. თამაშის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ მოთამაშეს ვებგვერდი ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია თამაშობს და სთხოვს დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.
მოწყობილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაა. "დროის კონტროლი" სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, სადაც ევროპაბეთის ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსი წერია. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც ახსენებს – "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის".
პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ
მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქორეაბილიტაციის დაფინანსებული კურსები ლუდომანებისთვის responsible.ge-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კამარა იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.
კურსზე 2 დღეში დარეგისტრირდა 40-ზე მეტი ადამიანი. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის 5760 საათი.
ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: "ფსიქოთერაპიის სახლი კამარა 2020 წლის მარტიდან ემსახურება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს, რომელთა თერაპიის საფასურს responsible.ge ანაზღაურებს. კამარას ფსიქოთერაპევტებს აქვთ საქართველოში და საზღვარგარეთ, სხვადასხვა ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებში მუშაობის მრავალწლიანი პირადი გამოცდილება, ხოლო ორგანიზაციაში, კამარა, ერთობლივი, გუნდური მუშაობის ათწლიანი გამოცდილება (კამარა დაფუძნდა 2010 წელს).
დამოკიდებულებით დაავადებებთან კამარას თერაპიის მეთოდი მულტიმოდალურია. მიდგომა ეკუთვნის ამერიკელ ფსიქიატრს, ანათინა მიშერს, ხოლო სტანდარტი მრავალი წელია მუშაობს ნიუ იორკში, Bellevue Hostpital Center-ში და აქვს გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (65%-70%).
კოვიდთან დაკავშირებული სპეციფიკური მდგომარეობის გამო, კარანტინის დროს, ბენეფიციართა ჯგუფებთან თერაპიის პროცესი გავაგრძელეთ ონლაინ, რამაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. გამომდინარე აქედან, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკას აღარ გავაუქმებთ, ვტოვებთ, როგორც უკვე აპრობირებულ, დამატებით შესაძლებლობას დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სამ ჯგუფში ინტენსიური თერაპია უწყვეტად მიმდინარეობს, (უკვე ჩავატარეთ ათასობით თერაპიული საათი), ველით ახალ ბენეფიციარებსაც, რომლებიც ჩაანაცვლებენ გამოჯანმრთელებულებს. რეგისტრაციისთვის დარეკეთ კამარაში ნომერზე: 2 982195."
7 ივლისს კი responsible.ge-ს დაფინანსებით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი - მენტალ ჰაბი გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას ცენტრი იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
"მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიტრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაცინეტებთან მუშაობენ და ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობას პირველ ეტაპზე ინდივიდუალური სეანსებით ვგეგმავთ, რამდენიმე მათგანმა მკურნალობის კურსი უკვე დაიწყო, თუმცა უფასო პროგრამებზე დარეგისტრირება მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდნენ ნომერზე 0322 051911", —- აცხადებს მენტალ ჰაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი, აკაკი ბურკაძე.
"მიუხედავად ჩვენი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების თანამშრომლობაზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამების გამოცხადებიდან 2 დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. Responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ", — აცხადებს ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ - სპორტის მხარდაჭერა
Responsible.ge ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარია. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში კომპანია სპორტის რამდენიმე ფედერაციის პარტნიორია და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. 2020 წლის პირველ კვარტალში მემორანდუმი გაფორმდა ჭადრაკის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა, სპორტული ნარდისა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან.
ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად:
- ჭადრაკის ფედერაციამ გამართა 20-ზე მეტი ტურნირი, 15%-ით გაიზარდა სახელფასო და საპრიზო ფონდი.
გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: “ევროპაბეთთან თანამშრომლობა, საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, გავაორმაგოთ საპრიზო ფონდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში. მართალია, პანდემიის გამო რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიებების გადადება მოგვიხდა, მაგრამ საერთაშორისო პლატფორმა chess.com-ის გამოყენებით 300-მდე ონლაინ ტურნირი, საერთაშორისო მატჩები და სემინარი გავმართეთ, მათ შორის საქველმოქმედო მარათონიც, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. შედეგად 10 000 ლარზე მეტი გადაირიცხა stopcov ფონდში.“
- შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციამ მსოფლიო ასპარეზზე წარადგინა მებრძოლი ვაჟა წიპტაური, რომელსაც ამ სპორტის ექსპერტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
- სპორტული ნარდის ფედერაციამ მოახერხა ტრადიციული ეროვნული თამაშის მთავარ გამოწვევასთან გამკლავება - ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა. თანამშრომლობის ფარგლებში ივლისის ბოლოს ნარდში რეგიონალური ჩემპიონატი იმართება ონლაინ.
- უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციამ თანამშრომლობის შედეგად 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა კიევის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 17 ქართველი სტრონგმენი ევროპაბეთის დაფინანსებით გაემგზავრა.
სპორტის გარდა Responsible.ge-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაა. სპორტული აქტივობები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და პარასპორტსმენებისთვის „ევროპაბეთის“ თანადაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე იმართება.
პასუხისმგებლობა პანდემიის დროს - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ევროპაბეთმა“ ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე POPმედიაში უფასოდ დაუთმო. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა. შეთავაზებით სარგებლობის სურვილი 30-მდე ბიზნესმა გამოთქვა.
ევროპაბეთის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე დახარჯული თანხა 2 მილიონ ლარს აღწევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება და გარე რეკლამაში დაზოგილი თანხა კვლავ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას მოხმარდება. პროექტების ანგარიშს Responsible.ge საზოგადოებას ყოველი კვარტლის ბოლოს წარუდგენს, მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი დაინტერესებული პირები შეუძლიათ ვებ გვერდზე გაეცნონ.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები