თურნავამ დაადასტურა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა Ryanair-ს და Wizz Air-ს არჩევნებამდე რეგულარული ფრენები აუკრძალოს — კანდელაკი
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს Ryanair-ის და Wizz Air-ის არჩევნებამდე რეგულარული ფრენები აუკრძალოს.
როგორც კანდელაკი აღნიშნავს, ქართული ოცნების მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება.
"ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა და ფაქტიურად იკრძალება Wizz Air-ის და Ryanair-ის რეგულარული რეისები არჩევნებამდე, რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას," — განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის თქმით, თურნავამ იცრუა, როცა თქვა, რომ Ryanair-სა და Wizz Air-ისთვის კვირაში ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.
"მოდით, ქალბატონო ნათია თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა", — განაცხადა კანდელაკმა.
ნათია თურნავას განმარტებით, Ryanair და Wizz Air რეგულარულ ფრენებს იმიტომ არ ასრულებენ, რომ კვირაში ერთხელ ვერ იფრენენ, რადგან ამ შემთხვევაში ეს ავიაკომპანიები საკუთარი ბიზნესმოდელის მდგრადობას ვერ შეინარჩუნებენ.
"ანუ მათთვის წამგებიანი იქნება. ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება. ბოლოს ათზე მეტი მიმართულება ჰქონდათ შემოთავაზება. ეს კვირაში ოცზე მეტ ფრენასა და ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს გულისხმობს. ჩვენ როცა ამისთვის მზად ვიქნებით და ის ქვეყნებიც მზად იქნებიან, საიდანაც ავიაკომპანიები ფრენებს გვთავაზობენ, ამას დავუშვებთ", — განაცხადა თურნავამ.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები