ჩეჩნეთი ლიდერი, რამზან კადიროვი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისთვის სანქციის დაწესებას გამოეხმაურა. მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართა, რომ "ბრძოლაში" გამოწვევას იღებს. ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა.

"პომპეო, ვიღებთ ბრძოლას. სულ უფრო საინტერესო გახდება", — წერს კადიროვი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ტვიტერზე წერს.

სახელმწიფო დეპრატამენტის განცხადების თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. სანქცია ეხება კადიროვის ცოლს და შვილებსაც.

"სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან ადამიანის უფლებები უხეში დარღვევისთვის, მათ შორის წამების, უკანონო მკვლელობის და იძულებითი გაუჩინარების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ მოხდეს ამ დარღვევებზე პასუხისგება", — წერს პომპეო.