თუ ოდესმე სურათიდან არასასურველი ფონის წაშლა დაგჭირვებიათ, მაშინ Slazzer აუცილებლად გამოგადგებათ. Slazzer ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისია, რომელიც კომპიუტერული ხედვის და დასწავლის ალგორითმის გამოყენებით სურათიდან მარტივად აქრობს ფონს.

სურათიდან ფონის წასაშლელად თქვენ აღარ დაგჭირდებათ გრაფიკული რედაქტორების შესწავლა ან მათი ხანგრძლივად გამოყენება — Slazzer-ში სასურველ შედეგს რამდენიმე წამში მიიღებთ.

უბრალოდ, ატვირთეთ დასამუშავებელი სურათი, აირჩიეთ ფონი და თვალის დახამხამებაში ფოტო გადასხვაფერდება.

სერვისს შეუძლია 25 მბ-მდე JPG და PNG სურათებთან მუშაობა, ხოლო უახლოეს მომავალში მას ფოტოშოპის, WooCommerce-ის და Shopify-ს ფლაგინები შეემატება. გარდა ამისა, Slazzer-ში მალე ფონის წაშლა ვიდეოდანაც შესაძლებელი გახდება.

Slazzer-ის პრაქტიკული მიზნებით გამოყენება განსაკუთრებით მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, დიზაინერებისა თუ ფოტოგრაფებისთვის იქნება ხელსაყრელი.