მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. თბილისში მათ წარადგინეს:

  • ბექა ოდიშარია — მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;
  • ნოდარ ტურძელაძე — ვაკის რაიონი;
  • დავით სერგეენკო — საბურთალოს რაიონი;
  • კახი კახიშვილი — ისნის რაიონი;
  • სოზარ სუბარი — სამგორის რაიონი;
  • გია ვოლსკი — დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;
  • ლევან კობიაშვილი — გლდანის რაიონი;
  • მიხეილ ყაველაშვილი — ნაძალადევის რაიონი .

დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.

გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.