პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარად წარადგინა. ის სამგორის რაიონში იყრის კენჭს.

სუბარი 2004-2009 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, საქართველოს სახალხო დამცველი იყო. ხელისუფლებაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლის შემდეგ, 2012-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა; 2014-2018 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იყო, ხოლო 2018 წლის 22 ივლისიდან პრემიერმინისტრის მრჩეველია რეგიონული მართვის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.

დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარდუგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.

გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე: