ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რესპუბლიკურ პარტიას საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. კომისია მიზეზად რეგისტარციის ვადისთვის გადაცილებას ასახელებს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ვადები არ დაურღვევიათ.

On.ge-სთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, პარტიები, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ 15 ივლისამდე, 14 ივლისის ჩათვლით უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წერილი ფოსტით, ვადის დაცვით, 14 ივლისს გაგზავნეს. მისივე თქმით, ფოსტამ წერილი მეორე დღეს, 15 ივლისს მიიტანა და ცესკომ ეს მიიჩნია დარღვევად.

"სხვა განმარტება წარდგენის ფორმასთან დაკავშირებით არ არსებობს. ცვლილებებში არ წერია რომ უნდა მიხვიდე პირადად და არ შეიძლება ფოსტით გაგზავნა", — აცხადებს კორძაია.

პარტიამ ცესკოს გასაჩივრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.