პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის "გაცოცხლებაზე" ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდია ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს.

მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა და წარმატებაერთობლივი მშრომის შედეგიუნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ქვეყანა არ უნდა გადაააყონ.

"არ ვიცი დეტალურად, რა გამოძიება იწყება, გავერკვევი. არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე", — განაცხადა გახარიამ.

18 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის "გაცოცხლება" გადაწყვიტა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამით ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება "სახიფათოა":

"ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს, როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება".

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. მათი ტქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.