გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 237 743 დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის, 14 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

პირველი შემთხვევა ჩინეთში იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა და სამ თვეში 1 მილიონს მიაღწია. სულ რაღაც ოთხი დღე დასჭირდა, ივლისის 13-დან 17-მდე, რომ დაინფიცირების შემთხვევა 13 მილიონიდან 14 მილიონამდე გაზრდილიყო.

ჯანმოს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 682 შემთხვევა დადასტურდა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 585 727-ს მიაღწია.

აშშ 7 154 840 მაჩვენებლით დადასტურებულ შემთხვევათა შორის პირველ ადგილზეა.