საბჭომ უზენაესის მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს ლევან თევზაძე წარუდგინა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატი ლევან თევზაძე შეარჩია.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან თევზაძემ სექტემბერში ინტერესთა კონფლიქტის გამო კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ნოემბერში ისევ უზენაესის მოსამართლეობის პრეტენდენტი გახდა. ამჟამად, ვინაიდან პარლამენტში ვასილ როინიშვილი იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, დარჩენილ კანდიდატებში ლევან თევზაძე მოხვდა.
საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლევან თევზაძე ძალიან გავლენიანი პირის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა:
"შენგელია არის ჩინჩალაძის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი. [ლევან] მურუსიძესა და [მიხეილ] ჩინჩალაძეს იერარქიულად თუ შევხედავთ, შემდეგი ეს ადამიანია".
ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე კონკურსის მიმდინარეობისას საუბრობდა და ამბობდა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობა სწორედ ამ მიზეზით არ უნდა მიეღო.
თავად თევზაძე მიიჩნევს, რომ ის კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, თუმცა კანდიდატურა მაშინ მაინც მოხსნა.
"მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს", — ამბობდა მოსამართლე პირველი გასაუბრების შემდეგ.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები