ბრაზილიაში, სადაც 210 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც თავადაც Covid-19-თაა ინფიცირებული, ვირუსის საშიშროების უარყოფას აგრძელებს და სოციალური დისტანციის წესებს ეწინააღმდეგება.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 14 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილების რაოდენობა 600 000-ს აღწევს. უშუალოდ ბრაზილიაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 76 000-ს გადააჭარბა, თუმცა სავარაუდოა, რომ ნამდვილი მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია.

სტატისტიკის მიხედვით, ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ს შემდეგ, მეორე ადგილზეა.