სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. რესისს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს.

"გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის", — წერია უწყების განცხადებაში.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.