ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევაში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიასა და NCDC-ის ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტს.

ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 90% —ჯარი;
  • 88% — ეკლესია;
  • 79% — NCDC;
  • 70% — პოლიცია;
  • 69% — უნივერსიტეტები;

ფოტო: Edison Research / ფორმულა

  • 68% — ქართული მედია;
  • 63% — პრემიერმინისტრი;
  • 61% — სახალხო დამცველი;
  • 57% — ადგილობრივი ხელისუფლება;
  • 52% — მთავრობა.

ფოტო: Edison Research / ფორმულა

  • 51% — ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • 51% — არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • 49% — პარლამენტი;
  • 46% — სასამართლოები.

ფოტო: Edison Research / ფორმულა

  • 46% — პროკურატურა;
  • 42% — ბანკები;
  • 42% — პოლიტიკური პარტიები;
  • 41% — საქართველოს პრეზიდენტი.

ფოტო: Edison Research / ფორმულა

კვლევა Edison Research-მა 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. კვლევისთვის პირისპირი გამოკითხვის გზით, ხმის უფლების მქონე 2101 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შესაძლო ცდომილების ფარგლებია 2.1%-ია.

გაიგეთ მეტი კვლევაზე: