უმუშევრობა, სიღარიბე, მზარდი ფასები — ეს პრობლემები გამოიკვეთეს რესპონდენტებმა ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში. კითხვაზე, რომელი მნიშვნელოვანი პრობლემები დგას საქართველოს წინაშე? — ყველაზე მეტმა, 72 პროცენტმა უმუშევრობა, ხოლო 61 პროცენტმა სიღარიბე დაასახელა. გამოკითხულთა 48 პროცენტი მზარდ ფასებას მიიჩნევს პრობლემად.

ფოტო: ფორმულა / Edison Research

კვლევა ჩატარდა 2020 წლის 23 ივნისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით; შესაძლო ცდომილების ფარგლებია - +/-2.1%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის; პოპულაცია: საქართველოს მოსახლეობა, რომელთაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არიან 18 წლის ან მეტის. შერჩევის არეალია: საქართველო (გარდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიებისა) შერჩევის ზომა 2101; შერჩევის ტიპი — შემთხვევითი.