კოლუმბიას უნივერსიტეტის პროფესორს, ჯეფრი შლეგელმიჩს საკმაოდ საინტერესო და უცნაური პროფესია აქვს. ის კატასტროფისთვის მზადყოფნის ეროვნული ცენტრის დირექტორია და თავის საქმიანობის უმეტესობას სამყაროს დასასრულზე ფიქრს უძღვნის.

პოტენციური მასშტაბური განადგურების მიმოხილვისას შლეგელმიჩი ბიოლოგიურ კატასტროფებზეც საუბრობს, რაც საკმაოდ დროული გახლავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური პანდემიის პირობებში ვიმყოფებით.

მოსალოდნელი კატასტროფისთვის მომზადების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ბევრი გაკვეთილი, რაც ისტორიიდან ვისწავლეთ, მომავალში, შესაძლოა, არ გამოგვადგეს, რადგან ახალ გამოწვევებს შევხვდებით.

"ახლანდელი და წარსული კატასტროფები ძალიან განსხვავდება", — შლეგელმილშის თქმით ეს აშკარაა იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ისეთი ახალი საფრთხეების პრევენციას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, უფრო მეტი დრო და რესურსი ეთმობა. ახალი კატასტროფები კი უფრო და უფრო მეტ სიცოცხლეს ანადგურებს.

შლეგელმილჩისთვის მთავარ პოტენციურ საფრთხეს ინფრასტრუქტურის ნგრევა, ბირთვული ომი, კიბერთავდასხმები და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს. ის იმედოვნებს, რომ ამჟამინდელი პანდემია მეგაკატასტროფის დონეს არ მიაღწევს. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის შემსუბუქება შესაძლებელია და ზემოხსენებულ პოტენციურ კატასტროფებზე ნაკლებად დამანგრეველია.