თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, ორი პილოტია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ცნობით, ავიაკატასტროფა აღმოსავლეთ თურქეთის ვანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავი 2 200 მეტრის სიმაღლეზე, ართოსის მთაზე ჩამოვარდა.