ლელო მთავრობას მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების ფორმატი უზრუნველყოს
ლელო საქართველოსთვის მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის
16 ივლისს ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა გრიგოლ გეგელიამ და ლანა გალდავამ ბრიფინგი გამართეს, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ისაუბრეს.
ლელო საქართველოსთვის ლიდერები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული.
"ლელო საქართველოსთვის ემხრობა მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონფლიქტების გასაღები სახელმწიფოთა და ხალხთა შორის მშვიდობიან, მომავალზე ორიენტირებულ, რაციონალურ დიალოგშია და არა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი გაღვივების საფუძველი შეიძლება გახდეს. ვაფასებთ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოსადმი და ვესწრაფვით იმ მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების გამყარებას, რომელიც აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაკავშირებს", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ლელოს ლიდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს პროაქტიული პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობაზე,რადგან ჩვენ, ამ რეგიონის მკვიდრ მშვიდობიან, დემოკრატიულ მოსახლეობას, ყველაზე კარგად გვესმის ქაოსის საზარელი შედეგები. აქვე შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ მიმდინარე დაპირისპირება ემსახურება მხოლოდ გარე ძალთა პოლიტიკურ ინტერესებს და უარყოფს მშვიდობისმყოფელი სამხრეთ კავკასიელ ხალხთა დემოკრატიულ მიზნებს და განვითარების სულისკვეთებას.
"ლელო საქართველოსთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო აქტიურად და სრულყოფილად ახდენდეს თავისი პოტენციალის რეალიზებას რეგიონალურ პოლიტიკაში და უზრუნველყოფდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს შორის", — განაცხადა გეგელიამ.
ლელოს ლიდერი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ არსებული კონფლიქტი რუსეთის ინტერესებში შედის და მხარეებმა, საქართველოს ჩართულობით, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა დაასრულონ.
"ჩვენი პოზიცია იყო და არის მშვიდობიანი ურთიერთობა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. ლელო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იტვირთოს მოდერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას მხარეები და არ დაუშვას სიტუაციის გამძაფრება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია კავკასიის რეგიონში", — განაცხადა ლანა გალდავამ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები