ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში თანამდებობიდან გადადგნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მერიის თანამშრომლებმა მიაწოდეს, On.ge-ს კი წყარომ დაუდასტურა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ლაშა კომახიძე 2 საათზე ბრიფინგს გამართავს.

"გადაწყვეტილება მიიღო გადადგომასთან დაკავშირებით და გაგვაცნო. ეს მისი გადასაწყვეტია და მას უნდა კითხოთ, ჩვენ დაგვემშვიდობა და გვითხრა, რომ ასეთი გადწყვეტილება მიიღო. სამომავლო გეგემებზე თვითონ ისაუბრებს, ალბათ. ვიცე-მერიც გადადგა ვიცი", — განაცხადა მუნიციპალური საგენტოს სერვისების დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ აჭარის ტელევიზიასთან.