იდრის ელბას აზრით, ფილმები და სერიალები რასიზმის გამო არ უნდა დაცენზურდეს
გასულ თვეებში ანტირასისტული საპროტესტო მოწოდებები კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასაც შეეხო, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სუფთა წარსულით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. სწორედ ამის გამო ისეთ ცნობილ სერიალებიდან, როგორებიცაა 30 Rock, The Golden Girls, The Office და Scrubs, რამდენიმე ეპიზოდი ამოიღეს ე.წ. blackface-ის გამო (როცა თეთრკანიანი მსახიობი შავკანიანი პერსონაჟის განსასახიერებლად სახეს მუქად იხატავს).
თუმცა, როგორც ცნობილი ინგლისელი მსახიობი იდრის ელბა მიიჩნევს, თუნდაც მსგავსი სტერეოტიპული, დამამცირებელი და რასისტული გამოხატულებების გამო ფილმები და სერიალები არ უნდა იკრძალებოდეს და მათ უბრალოდ გაფრთხილება უნდა დაემატოს, რათა მაყურებელმა წინასწარ იცოდეს, რისი ნახვა მოუწევს.
"მე სიტყვის თავისუფლების დიდი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განურჩევლად ყველასთვის თანაბრად შესაფერისი არაა. სწორედ ამიტომ გვაქვს კატეგორიის მინიჭების სისტემა და პროდუქტს ვახარისხებთ მაგალითად, ასაკობრივად. იმისათვის, რომ სინამდვილის ანალოგი შექმნა, ჯერ უნდა იცოდე, რა არის სინამდვილე. რასისტული თემების მქონე შოუების ცენზურაში გავლით მაყურებლებს ვართმევთ უფლებას იცოდნენ, რომ მსგავს რაღაცებს მართლა იღებდნენ და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს რეალურად ხდებოდა", — ამბობს მსახიობი Radio Times-თან მიცემულ ინტერვიუში.
იდრის ელბა მიიჩნევს, რომ აკრძალვის ნაცვლად სულ სხვა, უფრო შესაფერის ფორმას უნდა მივმართოთ, რათა სიტყვის თავისუფლებასა და სტერეოტიპული წარმოდგენების გავრცელებას შორის ოქროს შუალედი დავიცვათ:
"ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სიტყვის თავისუფლება მისაღებია, მაგრამ მაყურებელმა ისიც უნდა იცოდეს, თუ რისი ნახვა მოუწევს. არ ვუჭერ მხარს ცენზურას. მჯერა, რომ უნდა გვქონდეს უფლება ის ვთქვათ, რისი თქმაც გვინდა, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სწორედ ამბის მთხრობელები ვართ".
იდრის ელბა იმგვარ გამოსავალს გვთავაზობს, როგორიც, მაგალითად, საკულტო სერიალ Mad Men-ის შემთხვევაში გამოიყენეს: ეპიზოდს, რომელშიც blackface-ია გამოყენებული, შესაბამისი გაფრთხილება დაურთეს: "ეს სერია ამერიკაში რასასთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ კადრებს შეიცავს. ერთ-ერთი პერსონაჟი blackface-თაა წარმოდგენილი, რათა ვნახოთ, თუ როგორი გავრცელებული იყო რასიზმი 1963 წლის ამერიკაში. ისტორიული ავთენტურობის შესანარჩუნებლად, სერიალის პროდიუსერები თამამად წარმოაჩენენ ჩვენი საზოგადოების უსამართლობასა და უთანასწორობას, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს კი გვეხმარება თუნდაც ჩვენი ისტორიის ყველაზე მტკივნეული ეპიზოდების შესწავლით აღვიქვათ, თუ ვინ ვართ დღეს და ვინ გვინდა, რომ ვიყოთ მომავალში".
შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკულ სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე ჰოლივუდის კლასიკა ქარწაღებულნი ფილმების კატალოგიდან დროებით ამოიღეს, რამდენიმე დღეში კი თანმხლები განმარტებებით დაბრუნდა პლატფორმაზე, რათა თანამედროვე მაყურებელმა ისტორიული კონტექსტის სათანადოდ გათვალისწინება შეძლოს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები