თბილისში, ჩაჩავას ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩაჩავას ქუჩაზე, აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილამდე საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისის 21:00 საათიდან 27 ივლისის 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ალტერნატიული გზების გამოყენებით შეძლებენ. აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების გავლით. ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, როგორც ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების, ასევე, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის დახმარებით; კახეთის გზატკეცილსა და ქეთევან დედოფლის გამზირს ერთმანეთთან ჯ. ბუშისა და ლ. კაჩინსკის ქუჩები, ასევე, მოსკოვის გამზირი და ჯავახეთის ქუჩა დააკავშირებს.
შეიცვლება ავტობუსების განრიგიც:
- N1, N8, N12, N18, N22, N30, N41, N56 ავტობუსები მეტროსადგურ ისნის მიმდებარედ არსებული ბოლო გაჩერებიდან მოსკოვის გამზირისკენ მოძრაობისთვის, მობრუნების მიზნით, ჩაჩავას ქუჩის, აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის ნაცვლად, თავდაპირველად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით და ქეთევან დედოფლის გამზირით გააგრძელებენ მოძრაობას. შემდეგ, ლეხ კაჩინსკის, აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით დადგენილი სქემით იმოძრავებენ;
- N43 ავტობუსი მეტრომშენის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, კახეთის გზატკეცილიდან, მეტროსადგურ ისნის ნაცვლად, მოძრაობას ბუშისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებს, რის შემდეგაც, ქეთევან დედოფლის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს. N67 ავტობუსი მეტრომშენის დასახლებიდან სამგორის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ისნის ნაცვლად, ჯავახეთის ქუჩის მემართლებით იმოძრავებს. შემდეგ, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების, ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე გადავა.შემდგომ კი, მეტრომშენის დასახლების მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება;
- N71 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან, მეტროსადგურ ისნის ნაცვლად მოძრაობას ბუშის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს. შემდეგ, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის, იალბუზის ქუჩებისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, დოდაშვილის მოედანს დაუკავშირდება. რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ნავთლუღის ქუჩიდან მეტროსადგურ ისნის ნაცვლად, ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ იმოძრავებს. შემდეგ ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის გავლით მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
იცვლება მიკროავტობუსების მარშრუტიც:
- N34, N62, N72 და N170 მიკროავტობუსები კახეთის გზატკეცილიდან მოძრაობას ბუშისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. შემდეგ, ქეთევან დედოფლის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას მარშრუტები მეტროსადგურ ისნის ნაცვლად, ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის გავლით მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ;
- მიკროავტობუსების N149 და N150 მარშრუტები კახეთის გზატკეცილიდან ბუშის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ, ლეხ კაჩინსკის, აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით გადაადგილებას შეძლებენ. უკუმიმართულებისას მარშრუტები ნავთლუღის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ იმოძრავებენ, რის შემდეგაც ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის გავლით სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ;
- N28, N119, N175 და N205 მარშრუტები კახეთის გზატკეცილიდან მოძრაობას ბუშისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. შემდეგ, ლეხ კაჩინსკის, აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მარშრუტები მეტროსადგური ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ იმოძრავებენ, რის შემდეგაც ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის გავლით მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები