15 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელს ეწვია და სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა განაახლა.

ხევსურთსოფლის სკოლის ბიბლიოთეკას ასზე მეტი წიგნი — უახლესი ლიტერატურა გადაეცა.
ეკვილიბრიუმი განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერასა და წიგნებით განახლებას. მოძრაობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ასობით ბიბლიოთეკა განაახლა.

"თიანეთი. ხევსურთსოფელი. ახალი ბიბლიოთეკა სკოლას. ეკვილიბრიუმი განარძობს ბიბლიოთეკების მხარდაჭერას", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.